სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
911
121718
22
27 

2022-06-30 - გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

კადრები - მშვიდობის ქუჩიდან, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

პარალელურად, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ლოკაციებზე, ქალაქად და ადმინისტრაციულ ერთეულებში, სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

 

Facebook     Instagram

2022-06-30 - კატასტროფული რისკების რეაგირების სამუშაო ჯგუფის სხდომა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს წევრ საბა ოდიშარიასთან ერთად, კლიმატის ცვლილებების, ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფული რისკების რეაგირების სამუშაო ჯგუფის სხდომას დაესწრო.
შეხვედრაზე, რომელსაც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნანა ზარანდია უძღვებოდა, განხილულ იქნა 22 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობა და კატასტროფების რისკების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.
მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ ისაუბრა სტიქიისგან შექმნილ უმძიმეს ვითარებაში, ოპერატიულად მობილიზებული ყველა რესურსის, სენაკისა და სხვა მუნიციპალიტეტების მოხალისეთა ჯგუფების, დასუფთავების ცენტრების წარმომადგენელთა მიერ დაზარალებული მოსახლეობისადმი გაწეული დახმარებისა და თანადგომის შესახებ. ეს თანადგომა განსაკუთრებით დასაფასებელი და ძვირფასია. ასეთი ერთობა უმძიმესი პრობლემების დაძლევის დიდ შესაძლებლობას ქმნის - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
სხდომამ კატასტროფების რისკების პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფი 2022 წლის 14 მარტს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარემოსდაცვითი საკითხების და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული რისკების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესამუშავებლად შეიქმნა.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19