სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
911
121718
22
27 

2022-06-26 - სენაკში გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

დილიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის სხვადასხვა ზონებში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.
დილიდან გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკის საშუალებით ირეცხება ქალაქის ქუჩები.
მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები, მოხალისეობრივი ჯგუფები იმყოფებიან სტიქიის შედეგად დაზიანებულ ლოკაციებზე და დატბორილ კერძო სახლებს, ეზოებს შლამისა და ინერტული მასალისგან ასუფთავებენ.
ამასთან, მერიაში შექმნილია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.
ზარალის ზუსტი ოდენობა დგინდება.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19