სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
911
121718
22
27 

2022-06-20 - სენაკის მუნიციპალიტეტის ძველ სენაკსა და ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის!

📢სენაკის მუნიციპალიტეტის ძველ სენაკსა და ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის!

1️⃣8️⃣ ივნისს, დილის 1️⃣0️⃣ საათიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ძველი სენაკის საექიმო ამბულატორიაში, მოსახლეობას უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდება.

1️⃣9️⃣ ივნისს, დილის 1️⃣0️⃣ საათიდან - უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდება ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას.

🟢სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმები.

✅აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

✅ჯანმრთელობას გისურვებთ!

#უფასოსამედიცინოაქცია
#მოსახლეობისთვის

Facebook   Instagram

2022-06-20 - სალოტბარო სკოლების ფესტივალი ,,მომავლის ხმები

🎶დღეს, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სალოტბარო სკოლების ფესტივალის ,,მომავლის ხმები" ფარგლებში, კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობა სენაკის, წალენჯიხის, საჩხერეს, მესტიის, ბორჯომის, ბათუმის, ამბროლაურის, ახალციხის, ფოთისა და ქობულეთის სალოტბარო სკოლების 150-მა მოსწავლემ მიიღო.
ფესტივალს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორთან, გიორგი დონაძესთან ერთად დაესწრო.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ უკვე მესამედ იმართება.
ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდება და მასში მონაწილეობას სენაკის, სამტრედიის, აბაშის, ხონის, ხარაგაულის, ონის, ბაღდათის, წალენჯიხის, საჩხერეს, მესტიის, ბორჯომის, ბათუმის, ამბროლაურისა და ახალციხის ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების 250-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს.
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის ახლადრეაბილიტირებულ თეატრში დასკვნითი კონცერტი 24 ივნისს გაიმართება, რომელშიც სტუმრის სტატუსით მონაწილეობას ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ მიიღებს.
ფესტივალისთვის შემუშავდა სპეციალური პროგრამა და გადამზადდნენ მოხალისეები, რომლებიც ბავშვთა გუნდებს ლიდერობას უწევენ.
სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ 2019 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვების დაახლოება და სალოტბარო სკოლების განვითარების ხელშეწყობა.
ამჟამად, სალოტბარო სკოლები საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, მათ შორის, სენაკში, სადაც მსურველები ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და გალობას უსასყიდლოდ ეუფლებიან.

2022-06-20 - სალოტბარო სკოლების ფესტივალს - ,,მომავლის ხმები", სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს.

2️⃣0️⃣ და 2️⃣4️⃣ ივნისს, სალოტბარო
სკოლების ფესტივალს - ,,მომავლის ხმები", სენაკის
აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული
თეატრი უმასპინძლებს.

🎶ფესტივალი - ,,მომავლის ხმები" ანზორ
ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის
სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
მხარდაჭერით მიმდინარეობს.

#მომავლისხმები
#სალოტბაროსკოლები

Facebook    Instagram

 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19