2022-06-19 - ძველი სენაკისა და ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობისთვის, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ძველი სენაკისა და ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობისთვის, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს წევრი, გიგა წურწუმია გაეცნენ.
აქციაში მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა პროფილის ექიმები: კარდიოლოგი - მანანა გიორგობიანი, თერაპევტი - ზურაბ თუთარაშვილი, რადიოლოგი - ირინე მოდებაძე.
სამედიცინო აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.