სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
911
121718
22
27 

2022-06-15 - ტრენინგი პროექტის - ,,დამწყები მეფუტკრე

🔸დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, პროექტის - „დამწყები მეფუტკრე“ ფარგლებში, პროგრამაში ჩართულ 7 ბენეფიციარს, ფუტკრის ოჯახები და შესაბამისი ინვენტარი გადასცა.

🔸პროექტის ფარგლებში, მერიის სხდომათა დარბაზში, პროექტში ჩართული ბენეფიციარებისთვის ტრენინგი ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის ლექტორმა, სერთიფიცირებულმა მეფუტკრემ, გიგა ჩემიამ ჩაატარა.

✔️„დამწყები მეფუტკრე“ მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მეფუტკრეობის დარგით დაინტერესებული პირების ჩართულობას, ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებას - თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად სათანადო პირობების შექმნას.

✔️პროექტის მიზანი ბენეფიციართა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

 

Facebook    Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19