სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
911
121718
2224
27282930 

2022-06-10 - დაუვიწყარი ქალაქური საღამო

🎼13 ივნისს, 18:30 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართება დაუვიწყარი ქალაქური საღამო - მონატრებულ მსმენელთან.✨ სენაკი უმასპინძლებს თავის ღირსეულ შვილს, ქართული თეატრალური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, კოტე მახარაძის სახელობის ტიტულის მფლობელს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, მურმან ჯინორიას და ყველა თაობისთვის გამორჩეულად საყვარელ ხელოვანებს, ცნობილ ქართველ შემსრულებლებს - ლაშა ღლონტსა და დავით არჩვაძეს.

2022-06-10 - სენაკის მერი საარჩაიოს უბანში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

🔹სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს წევრთან, საბა ოდიშარიასთან და პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად, ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საარჩაიოს უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო.✅პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, წესრიგდება სანიაღვრე სისტემა და ეწყობა გაბიონი, ასევე მოეწყო ხიდბოგირი.✅სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.🔹მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს და ეტაპობრივად, მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.

Facebook   Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19