სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
911
121718
2224
27282930 

2022-06-08 - სამუშაო შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის სოციალური მომსახურების ცენტრის სენაკის განყოფილებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მუნიციპალური აიპების და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, განხილულ იქნა პროგრამის განხორციელების დეტალები. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ვაკანსიების მობილიზების პროცესი. სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გრძელდება ვაკანსიების გამოცხადებისა და ბენეფიციართა დასაქმების შემდგომი ეტაპი.საზოგადოებრივი სამუშაო გულისხმობს ისეთ ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები - სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან. პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის შრომისუნარიანი პირები არიან, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას. დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი ბენეფიტები, გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ. საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება. დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს. დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სამუშაო ბაზარზე ინტეგრაციის, მათი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების ეფექტური შესაძლებლობაა.

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19