სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
911
121718
22
2627282930 

2022-06-06 - შეხვედრა ვეტერან სპორტსმენთან, ელგუჯა გვასალიასთან

🟠სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს წევრებთან - საბა ოდიშარიასთან, გიგა წურწუმიასთან და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან ერთად, სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის ძიუდოს და სამბოს დამსახურებულ მწვრთნელ-მასწავლებელს, ელგუჯა გვასალიას შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.

🥉ვეტერანმა სპორტსმენმა, 2 ივნისს, ათენში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვეტერანებს შორის, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

🔶ელგუჯა გვასალიას, ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებელი თანხა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუფინანსა.

🏆სენაკელ ფალავანს, ძიუდოში, არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული: არის საქართველოს ორგზის ვიცე ჩემპიონი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო ბრინჯაოს მედლის მფლობელი, სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობაში.

 

Facebook   Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19