სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
457
811
28
 

2022-05-19 - მუზეუმების დღე ციხე-გოჯში გამართულმა ღონისძიებამ დაასრულა

🔸მუზეუმების საერთაშორისო დღე, რომელიც, ტრადიციულად, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტორულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, ციხე-გოჯის ისტორიულ ტერიტორიაზე იმართება, მრავალფეროვანი ღონისძიებებით დასრულდა.

🎭მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებულ ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის’’ მსახიობების მონაწილეობით, წარმოდგენილ იქნა ილია ჭავჭავაძის პოემის მიხედვით დადგმული სპექტაკლ-კომპოზიცია ,,განდეგილი’’. რეჟისორი - ვეფხვია გორგოძე.

🔸მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მოეწყო „ფოტოზონები“, პოეზიის საღამო -საგანგებოდ დანთებულ კოცონთან, გაიმართა კონცერტი - მომღერალ ბოკა კვეკვესკირისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის“ მონაწილეობით.

🔸ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

🔸საღამო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის და ნოქალაქევის არქიტექტორულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.

#მუზეუმისსაერთაშორისოდღე2022
#IMD2022
#მუზეუმებისძალა 

 

Facebook     Instagram

2022-05-19 - პროექტის - „პარალეგალები“ პრეზენტაცია

🔹დღეს, სასტუმრო “ვერსალის“ დარბაზში, იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი პროექტის - „პარალეგალების“ პრეზენტაცია გაიმართა.
🔸შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობისა, საგანმანათლებლო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
🔹იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებსა და ადვოკატთა პროფესიულ ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
🗣️,,სამეგრელო იქნება პირველი რეგიონი, სადაც იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი პროექტის ფარგლებში, „პარალეგალთა რეესტრის“ ფორმირება დაიწყება. პროექტი „პარალეგალი“ გააერთიანებს საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პროფესიით იურისტები არ არიან, მაგრამ იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს სამართლებრივ საკითხებში და შესაძლებლობა ექნებათ პირველადი იურიდიული დახმარება გაუწიონ დაინტერესებულ პირებს“ - აღნიშნა პრეზენტატორმა.
🔹შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიის - ,,ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში, ევროპის საბჭოს ოფისის (COE) და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
 
 

2022-05-19 - შვედეთის საელჩოს და UNDP-ის გარემოს დაცვის წარმომადგენელთა ვიზიტი

პროექტის - ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ერიკ ილესმა, შვედეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელმა, ხათუნა ზალდასტანიშვილმა, UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანთაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, დამცავი ნაგებობისა და მდინარე ცივის კალაპოტის 2,180 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
ვიზიტის ფარლგებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, პრეზენტატორებმა - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ადგილობრივმა კოორდინატორმა, ანი ბუკიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, დალი ქაჩიბაიამ, გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეას“ წარმომადგენელმა, თამარ მალანიამ, პროექტის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე, ამ მიმართულებით, სენაკის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ვიზიტი წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, კლიმატის ცვლილების და კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ გამართული ტრენინგით დასრულდა.

Facebook Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19