სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
457
811
28
 

2022-05-17 - სენაკის მუსიკალური ფესტივალი 2022

🎶,,სენაკი არტ-ფესტი 2022’’, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და ხელოვნების აკადემიის რექტორის, გამოჩენილი პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის ორგანიზებით მეცხრედ იმართება, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ცნობილი მომღერლის, მეცოსოპრანო ნატალია ქუთათელაძის კონცერტით გაიხსნა.

🎤მომღერალმა, რომელსაც აკომპანირებას მსოფლიო მასშტაბის პიანისტი, დათუნა ალადაშვილი უწევდა, ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა საოპერო არიები შეასრულა.

🎹ფესტივალის მეორე დღეს, საზოგადოების წინაშე სახელგანთქმული ქართველი პიანისტი, დავით ალადაშვილი, კლასიკური მუსიკის შედევრების მისეული შესრულების მანერით წარდგა.

✔️საღამოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუსიკალური სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ხვალ, 1️⃣7️⃣ მაისს, 1️⃣8️⃣ საათზე, ფესტივალის მესამე დღე ცნობილი მსახიობების - თათული ედიშერაშვილისა და თამარ ნიკოლაძის მასტერკლასს დაეთმობა, რომელიც ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

 

Facebook   Instagram

2022-05-17 - შეხვედრა საყვარელ მსახიობებთან, არტ-ფესტი 2022-ის ფარგლებში

🔹,,სენაკი არტ-ფესტი 2022’’-ის მესამე დღე, ცნობილი მსახიობების - თათული ედიშერაშვილისა და თამარ ნიკოლაძის მასტერკლასს დაეთმო.
✨შეხვედრა საყვარელ მსახიობებთან, სასცენო ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ნიუანსებს მოიცავდა. მათ ასევე საკუთარ შემოქმედებასა და პედაგოგიურ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
1️⃣9️⃣ მაისს, 1️⃣8️⃣ საათზე, ფესტივალის მეოთხე დღე ვირტუაზი გიტარისტის, ტარიელ სუარის მასტერკლასს დაეთმობა, რომელიც ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
 

2022-05-17 - ლებაღათურიეს უბნის გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის ლებაღათურიეს უბნის გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ამ წუთებში მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები.
პროექტი, რომლის ღირებულება 82 358 ლარს შეადგენს, მიმდინარე თვეს დასრულდება.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და საკრებულოს წევრთან, გიგა წურწუმიასთან ერთად, ლებაღათურიეს უბანში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სენაკის მუნიციპალიტეტში, პარალელურად მიმდინარეობს მრავალბინიანი კორპუსების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციის პროექტები.
საგზაო ინფრასტუქტურული სამუშაოები გრძელდება აგარაკის, თაყაიშვილის, მთის კალთის, ფურცელაძის, შონიას, ვახტანგ მეფის, წერეთლის ქუჩებზე, რუსთაველის მეორე ჩიხში, ასევე, ეწყობა სამხედრო დასახლებაში არსებული კორპუსების ეზოები, რეაბილიტაცია უტარდება შიდა გზებს.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში - 3 ლოკაციაზე - სოფელ კოტიანეთში, საარჩაიოს უბანსა და სხივის ქუჩაზე; მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულის სალიპარტიოს უბანში; ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში - 2 ლოკაციაზე, ასევე, უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში.

Facebook Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19