სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
457
811
28
 

2022-05-16 - სენაკის მერი მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

⏺️სენაკის მუნიციპალიტეტში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი.

➡️მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სალიპატრიოს უბანში, აქტიურად მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები.

✔️პროექტის ღირებულება 278 822 ლარს შეადგენს და ივნისის თვეში დასრულდება.

➡️საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს ასევე ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სხივის ქუჩაზე, ღირებულებით - 712 205 ლარი.

✔️პროექტი მაისის ბოლოსთვის დასრულდება.

➡️აღსანიშნავია, რომ ეს გზები ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.

⏺️აღნიშნულ ლოკაციებზე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

✔️მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ ეტაპზე აქტიურად ხორციელდება 16 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი.

 

Facebook     Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19