
ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება პიანისტების - ვალერიან შიუკაშვილის, დათუნა ალადაშვილის, მიხეილ ოთარაშვილისა და ირაკლი ფხალაძის საღამოები, საბავშვო მუსიკალური კონკურსის ,,რანინას“ 2022 წლის ფინალისტების კონცერტი, მასტერკლასებს ჩაატარებენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ნათია ქავთარაძე; გიტარისტი, ტარიელ სუარი; მსახიობები - თათული ედიშერაშვილი და თამარ ნიკოლაძე.