სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
568
910
22
232429
 

2022-01-31 - არქიმანდრიტ მელქისედეკს სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

31 იანვარს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის და სენაკში, მენჯის მთავარანგელოზთა სავანეში მოღვაწე წმ. ალექსი ბერის (შუშანია) ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღეს, შუშანიების სავანეში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, სენაკის მუნციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ღვთისა და ერის წინაშე მსახურებაში ხანგრძლივი ღვაწლის, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის, ალექსი ბერის სახელობის ბაზილიკური ტაძრის, წმინდა ალექსი სენაკელის სახელობის მუზეუმის აღმშენებლობისა და ალექსი შუშანიას ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი უმნიშვნელოვანი წვლილისთვის, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა), სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.
მუნიციპალიტეტის მერმა, არქიმანდრიტ მელქისედეკს, საპატიო სენაკელის სიგელი და მედალი სიმბოლურად დღეს, ალექსობის დღესასწაულზე, გადასცა.
ვახტანგ გადელიამ გაწეული ღვაწლისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა მენჯის მთავარანგელოზთა მონასტერში მოღვაწე წმინდა ალექსი ბერის შთამომავალს, მთავარანგელოზთა სავანის მოამაგეს, მონაზონ ზოიას (შუშანია) და მადლობის სიგელი გადასცა.
 

2022-01-31 - ალექსობისადმი მიძღვნილი საღამო სენაკში

დღეს, ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში, წმინდა ალექსი სენაკელის (შუშანია) ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი თემატური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სპეციალისტი, ლია ღვამბერია უძღვებოდა.
ალექსობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი“ მსახიობებმა - ნიკოლოზ კაჭარავამ და რეზი ბეჟაშვილმა წაიკითხეს ამონარიდები წმინდა ბერის გამონათქვამებიდან, შესრულდა საგალობლები.
ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
 
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19