2022-01-26 - მოქალაქეთა მორიგი მიღება მერთან


დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოქალაქეებთან ტრადიციული მიღება გამართა.
თანამოქალაქეებთან შეხვედრისას, მუნიციპალიტეტის მერმა მათთან ერთად განიხილა ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მდგარი საჭიროებები და იმსჯელა მათი გადაჭრის გზებზე.
საჭირბოროტო და აქტუალური საკითხების კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტის შესაძლებლობები ვახტანგ გადელიამ შესაბამის სამსახურებთან ერთად განიხილა და მათ კონკრეტული დავალებები მისცა.