2022-01-20 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ტელეკომპანია ,,მთავარი არხზე

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ტელეკომპანია ,,მთავარი არხზე" გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.
მუნიციპალიტეტის მერი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს მორიგ სიცრუეს უწოდებს და განცხადებას ავრცელებს: ,, მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია ,,მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტს, რომელშიც ამჯერადაც ცრუ ბრალდებები გაჟღერდა.
15 იანვარს, დიდთოვლობის გამო, შესაბამისი ტექნიკით, საავტომობილო და შიდა გზების თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
გზების დეპარტამენტთან, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების სამუშაოების ოპერატიულად ჩატარებას უზრუნველვყოფდით.
იმავე საღამოს, როდესაც მაღალი ზონის სოფლებში არსებულ ვითარებას და ტექნიკის მუშაობას ვეცნობოდით, ჩვენი ავტომანქანა თოვლში ჩარჩა და მისი გამოყვანა მხოლოდ სხვა ავტომანქანის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ეს ფაქტი კი ოპოზიციურმა მედიამ ავტოავარიად და ,,დრიფტაობად” შერაცხა.
მოვუწოდებ ჟურნალისტებს, ვინც ამ დეზინფორმაციის გავრცელებაზე დავალება მიიღო და შემდეგ შეასრულა: წესით თქვენი პროფესიული ვალდებულებაა სიმართლის მიწოდება საზოგადოებისთვის და არა პირიქით — დეზინფორმაციით ჩვენი მოქალაქეების მოტყუება.
მჯერა, არც ამჯერად დაიჯერებს საზოგადოება თქვენს მორიგ ტყუილს!"