სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
568
910
22
232429
 

2022-01-17 - შეხვედრა წლის წარმატებულ სენაკელებთან

🔹დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილ, წარმატებულ სენაკელებს - ლუარა დგებუაძეს, რუსუდან მილიუტინს და კოვალი ხუნწარიას შეხვდა.

✅მუნიციპალიტეტის მერმა, ღვაწლითა და დამსახურებებით გამორჩეულ სენაკელებს საპატიო წოდებები მიანიჭა და სიგელები გადასცა.

🔹წლის წარმატებული ექიმისა და მენეჯერის წოდება მიენიჭა სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორს, ღვაწლმოსილ ექიმ-პედიატრს, ლუარა დგებუაძეს - გამორჩეული მოღვაწეობისა და მედიცინის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის;

🔹წლის წარმატებული ხელოვანის წოდება მიენიჭათ - სენაკის საპატიო მოქალაქეს, დამსახურებულ პედაგოგს, რუსუდან მილიუტინს და ღვაწლმოსილ პედაგოგს, მხატვარ კოვალი ხუნწარიას - ხანგრძლივი, წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობისა და კულტურისა და ხელოვნების სფეროებში შეტანილი წვლილისთვის.

✅ჩვენს ქალაქში, წელს პირველად, გაიმართა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წლის წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალი.

🔹პანდემიის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი წვლილისთვის, წლის წარმატებული მენეჯერის წოდება მიენიჭათ სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ანა ჭიჭაღუას და ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორს, მურმან ბოჯგუას;

🔹წლის წარმატებული მეწარმის წოდება მიენიჭა არჩილ კორსავას;

🔹წლის წარმატებული ქორეოგრაფის წოდება მიენიჭა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციისა და ქორეოგრაფიული სტუდია ,,კუჩხიბედინერის" ხელმძღვანელს, ქორეოგრაფ ზვიად გვასალიას;

🔹ქალაქის კოლორიტის წოდება მიენიჭა ღირსეულ სენაკელს, ზურაბ ჭანტურიას;

🔹წლის წარმატებული სპორტსმენის წოდება მიენიჭათ - მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონს, ჭაბუკთა შორის საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონს, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ევროპის ჩემპიონს, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულს, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ტიტულის მფლობელს, გიორგი ჩხიკვაძეს; საქართველოს ორგზის ჩემპიონებს, ეროვნული ნაკრების და ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის“ წევრებს, 2020 წლის ქალთა ლიგის წარმატებულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ნათია წოწერიას და სოფო ნარსიას.

 

Facebook

2022-01-17 - სკოლამდელი აღზრდის სექტორში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში შემავალ საბავშვო და ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, პირველი მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

სასწავლო პროცესი ჯანდაცვის მიერ დადგენილი რეგულაციების და სანიტარული ნორმების სრული დაცვით დაიწყო. მანამ კი, მუნიციპალიტეტის 27-ვე სააღმზრდელო დაწესებულებას სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა.

საბავშვო და ბაგა-ბაღებში, მიმდინარე წელს, 1 099 აღსაზრდელი ირიცხება.

აღსანიშნავია, რომ, 2022 წლის იანვრიდან, სკოლამდელი აღზრდის სექტორში მომუშავე ყველა პერსონალი გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს.

 

Facebook   Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19