სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
568
910
192122
23242526272829
3031 

2022-01-14 - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე სენაკში

🇬🇪დღეს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტში, კულტურული მემკვიდრეობის ორ უნიკალურ ძეგლზე - აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრსა და ნოქალაქევის ისტორიულ კომპლექსში, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე, საქართველოს დროშები გამოიფინა.

Facebook Instagram

2022-01-14 - მუნიციპალიტეტის მერმა სენაკელ თეატრალებს პროფესიული დღე მიულოცა

🎭დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად, სენაკელ თეატრალებს შეხვდა, მათ პროფესიული დღესასწაული მიულოცა, მადლობის სიგელი გადასცა, მდიდარი თეატრალური ტრადიციების ღირსეული გაგრძელება და ახალი წარმატებები უსურვა.

🗣️,,გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს - ქართული თეატრის დღეს და მადლიერებას გამოვხატავ კულტურული ტრადიციებით გამორჩეული სენაკის თეატრალურ ცხოვრებაში თქვენი მოღვაწეობით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
სიამაყით მავსებს, რომ ჩვენს ქალაქს გენიალური აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი ამშვენებს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მუნიციპალიტეტის თეატრალური ცხოვრების განვითარებაში.

პრემიერებს, უთვალავ მაყურებელს და შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ“ - აღნიშნა ვახტანგ გადელიამ. 

 

 

Facebook    Instagram

2022-01-14 - ახალგაზრდული თეატრის სპექტაკლი ქართული თეატრის დღეს მიეძღვნა

🎭ქართული თეატრის დღეს მიეძღვნა სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდული თეატრის სპექტაკლი ,,შენსკენ სავალი გზები“, რომელიც ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით, რეჟისორმა, ვეფხვია გორგოძემ დადგა.
პრემიერის დაწყებამდე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ,,ფიროსმანელებს“ პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.
🗣️,,მინდა მადლიერება გამოვხატო ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის” მიერ სენაკის თეატრალურ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის.
გისურვებთ შემდგომ პროფესიულ წინსვლას და წარმატებებს” - აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19