სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
568
910
192122
23242526272829
3031 

2022-01-13 - ჩვენი საამაყო ფალავანები - გიორგი ჩხიკვაძე - მეხუთედ, ლუკა ოჩიგავა კი - მესამედ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

ჩვენი საამაყო ფალავანები - გიორგი ჩხიკვაძე - მეხუთედ, ლუკა ოჩიგავა კი - მესამედ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.
მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს, ჭაბუკთა შორის საქართველოს ორგზის ჩემპიონს, ახალგაზრდა სპორტსმენთა შორის საქართველოს ერთგზის ჩემპიონს, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ევროპის ჩემპიონს, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულს, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ტიტულის მფლობელს, გიორგი ჩხიკვაძეს და საქართველოს ორგზის ჩემპიონს, ახალგაზრდა სპორტსმენთა შორის მესამე საპრიზო ადგილის მფლობელს, საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებულს, ლუკა ოჩიგავას მოპოვებულ ტიტულს ვულოცავ.
მათი წარმატება მშობლიური ქალაქის, თითოეული ჩვენგანის სიამაყის საფუძველი და ახალი გამარჯვებების საწინდარია.
მოპოვებულ ტიტულს ვულოცავ წარმატებული სპორტსმენების მწვრთნელს, ვალერი მურღულიას.
ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის საამაყო ახალგაზრდა სპორტსმენებს კვლავაც არაერთ ღირსეულ გამარჯვებას და აღიარებას ვუსურვებ.
ვახტანგ გადელია
სენაკის მუნიპალიტეტის მერი
 

2022-01-13 - უხუცეს სენაკელს, კატუშა დანელიას 100 წელი შეუსრულდა

ქალაქ სენაკში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს, კატუშა დანელიას, 100 წელი შეუსრულდა. საუკუნის ქალბატონს იუბილე სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად მიულოცა.
დღეიდან, კატუშა დანელია, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ღონისძიებების პროგრამის ,,100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარება“ ფარგლებში, კვარტალურად 300 ლარს მიიღებს.
დღეის მდგომარეობით, სენაკის მუნიციპალიტეტში 100 წელს გადაცილებული 3 მოქალაქე ცხოვრობს. თითოეული მათგანი კვარტალურად ღებულობს პროგრამით გათვალისწინებულ თანხას.
 

2022-01-13 - დღეს, ჩვენი დროის გმირს, თემურ ბოკუჩავას 39 წელი შეუსრულდებოდა

დღეს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალს, თემურ ბოკუჩავას, 39 წელი შეუსრულდებოდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და საკრებულოს წევრთან, საბა ოდიშარიასთან ერთად, პატივი მიაგო გმირის ხსოვნას და ყვავილებით შეამკო თემურ ბოკუჩავას საფლავი.

თემურ ბოკუჩავა 1983 წელს, სოხუმში დაიბადა. ათი წლის ყმაწვილს მტერმა მშობლიური ქალაქი დაატოვებინა და დევნილობის მძიმე ხვედრი არგუნა.

თემური ვერც კი წარმოიდგენდა, რომ აფხაზეთის მეშვიდე სკოლა, სადაც ის სწავლობდა, წლების შემდეგ მისი სახელობის გახდებოდა...

2008 წლის ავბედით 8 აგვისტოს, მეუღლეს, მაია ცეცხლაძე-ბოკუჩავას დაბადების დღე მიულოცა, თან დაამშვიდა და თითქოს დაუბარა კიდეც, შვილს მიმიხედეო...

სატელეფონო საუბრიდან ერთ საათში თემური მტრის ტყვიამ იმსხვერპლა.

ობლად დარჩენილი 2 თვის ალექსის დედამ, მაია ცეცხლაძე-ბოკუჩავამ, თემურის დაღუპვის შემდეგ, მეორე ქვეით ბრიგადაში ქვეყნისათვის მსახურების გადაწყვეტილება მიიღო.

ალექსი 13 წლისაა, მამის სახელობის სკოლაში სწავლობს. ისიც, მამის მსგავსად, აფხაზეთში დაბრუნებაზე ოცნებობს... სამხედრო სამსახურში მყოფ დედას ვაჟის ოცნების რეალობად ქცევაში თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს.

#ისტორიებიგმირებზე
#დიდებაჩვენსგმირებს 

ნაკლების ნახვა
 

 

 

Facebook    Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19