სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2345
78101213
141517181920
21232627
2829 

2021-11-24 - გილოცავთ გიორგობას!

Facebook Instagram

2021-11-24 - მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ სამუშაო შეხვედრები გამართა

🔷დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია მერიის სამსახურების, განყოფილებების უფროსებს და თანამშრომლებს შეხვდა.

✅მუნიციპალიტეტის მერმა თანამშრომლებს პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია წარუდგინა.

✅სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურიზმის სექტორებში დაგეგმილ პროექტებს, ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობას, ახალ ინიციატივებს, სამოქმედო გეგმების განხორციელების კონცეფციებს.

🗣️,,დღევანდელ რეალობაში, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი გამოწვევების დაძლევის პარალელურად, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მუნიციპალიტეტისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ყველა სექტორის
განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული.

ჩვენ, გუნდურად, ღირსეულად უნდა შევძლოთ საზოგადოებისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელება და სამომავლოდ დაგეგმვა” - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ.

 

Facebook Instagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19