სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
3678
10141516
17181920212223
24252627282930
31 

2021-10-04 - სენაკს განახლებული საჯარო სკოლა და ახალი ბაგა-ბაღი შეემატა

🔹სენაკის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის სექტორში, ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში განახლდა.
✅დღეს ზემო ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სკოლა გაიხსნა; სენაკში, შხეფის უბანში კი - ახალი ბაგა-ბაღი.
✔️პედაგოგებს, მოსწავლეებს და პატარა აღსაზრდელებს ახალი სკოლის და ბაღის გახსნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.
✅თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 300 მოსწავლეზე გათვლილი, სათანადო ინვენტარით, კეთილმოწყობილი საკლასო ოთახებით და განახლებული სპორტული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
✅სენაკში, ჯიხას ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული N5 ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე, 60 აღსაზრდელზე გათვლილი, სააღმზრდელო დაწესებულება აშენდა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
✔️2018-2021 წლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდა საჯარო სკოლების რეაბილიტაციის 22 პროექტი; ცენტრალური გათბობის სისტემით 8 საჯარო სკოლა აღიჭურვა; ინტერნეტიზირებულია ყველა სკოლა; 10 წლის შემდეგ, სასწავლო პროცესი განახლდა სენაკის მესამე საჯარო სკოლის მეორე კორპუსში, სასწავლო პროცესი აღდგა კოტიანეთის საუკუნოვან საჯარო სკოლაში.
✔️2018-2021 წლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 4 ახალი საბავშვო ბაღი; ქალაქად და სოფლად რეაბილიტირდა, კეთილმოეწყო, განახლდა და ახალი ინვენტარით აღიჭურვა 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღი.
🔘დასრულების ფაზაშია 100 აღსაზრდელზე გათვლილი N4 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობით ხორციელდება.
🔜ასევე უახლოეს პერიოდში დაიწყება წლის უანალოგო პროექტის, მესამე საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
 

2021-10-04 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის პირდაპირი ჩართვა

🖥სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე, მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, ,,მაესტრო რეგიონების" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
 
#გაიგე_რა_გაკეთდა_და_რა_კეთდება
#გაიგე_რა_კეთდება_შენს_ქალაქში
 
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19