სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
57810
1213141718
19202122232425
262930 

2021-09-27 - მართლმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

27 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.
27 სექტემბერი - საქართველოში ხსოვნისა და იმედის დღეა - სოხუმის დაცემის, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მოწამეობრივი აღსასრულის, საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული ქართველებისთვის ტკივილით და განსაცდელით აღსავსე დღე და მაინც... იმედის დღე!
 

2021-09-27 - სოხუმის დაცემის დღე

#28წელისოხუმისდაცემისდღიდან
#ჩვენდავიბრუნებთერთმანეთს

 

Facebook  Instagram

2021-09-27 - 28 წელი სოხუმის დაცემის დღიდან

დღეს, სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, საქართველოს პარლამენტის წევრებმა - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ და გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩიამ, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველოს წარმომადგენლებმა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებმა და რიგითმა სენაკელებმა გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გურამ გაბისკირიასა და ნოდარ კანკიას ბიუსტები.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.

1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია - ეს არის სოხუმის დაცემის უმძიმესი დღე, ამასთან დღე, როდესაც ჩვენი ქვეყნის, მშობლიური სენაკის გამორჩეულმა შვილმა ჟიული შარტავამ, თავის თანამებრძოლებთან ერთად, თავი დადო სამშობლოსთვის და მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა.

სოხუმს დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

#28წელისოხუმისდაცემისდღიდან
#ჩვენდავიბრუნებთერთმანეთს

 

 

 

Facebook  Intsagram

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19