სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
57810
1213141718
19202122232425
262930 

2021-09-15 - სენაკის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებო პროცესი განახლდა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სექტორმა სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში განაახლა.
ჩვენო ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
გამორჩეულად ნაყოფიერი, წარმატებების და საუკეთესო მიღწევების წელი დაგებედოთ!
ჩვენ ერთად, უმთავრეს გამოწვევას - პანდემიას აუცილებლად დავძლევთ.
მჯერა, რომ 4 ოქტომბრიდან, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებას შევძლებთ.
ახალი სასწავლო წლის განახლებული ენერგიითა და გამარჯვებებით დაწყებას გისურვებთ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!
ლევან კუპრეიშვილი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი
 

2021-09-15 - სენაკს კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატა

🔊სენაკს კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატა - ეს ნატოჩაოს უბანში, მშვიდობის ქუჩაა, რომლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ 276 893 ლარი შეადგინა.
🔷საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარების პროექტების ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება შემდეგ ლოკაციებზე:
🔵შენგელიას ქუჩის ასფალტირება - ჭავჭავაძის ქუჩიდან რკინიგზამდე, ღირებულებით - 63 333 ლარი;
🔵კანკიას ქუჩის ჩიხის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 20 309 ლარი;
🔵ჯორჯაძის ქუჩის რეაბილიტაცია - რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე, სავარაუდო ღირებულებით - 94 650 ლარი;
🔵ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კოტიანეთში - სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით - 197 712 ლარი.
🔹სამუშაოებს შპს ,,ინდიკო“ განახორციელებს.
✅ბოლო სამი წლის მანძილზე, სენაკის მუნიციპალიტეტში, 500-მდე ინფრასტუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, 2017-2020 წლებში, ქალაქად რეაბილიტირდა 75 ქუჩა, ხოლო ადმინისტრაციულ ერთეულებში - 54.
✅მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19