სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
13
14151819
2427
 

2021-03-02 - 74 წელი საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადებიდან

,,...არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ...“ - ეს იყო სოხუმის მერის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს წევრის, ჟიული შარტავას თანამებრძოლის, ჩვენი თანაქალაქელის, გურამ გაბესკირიას უკანასკნელი სიტყვები, როცა ის, მთავრობის დატყვევებულ წევრებთან და მათ თანმხლებ პირებთან ერთად, პარლამენტის შენობიდან გამოიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს...
დღეს, გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
გურამ გაბესკირიას გმირული აღსასრულიდან 24 წლის შემდეგ, 2017 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
24 წლის შემდეგ, სოხუმის დაცემის დღეს, მისი ნეშტი, სეპარატისტების მიერ დახვრეტილ 25 მებრძოლთან ერთად, საქართველოში გადმოასვენეს და სამხედრო პატივით, ქართულ მიწას მიაბარეს.
გურამ გაბესკირიას დღეს 74 წელი შეუსრულდებოდა...
 
#ჩვენიდროისგმირი
#გახსოვდესშენიისტორია
 

2021-03-02 - განსახორციელებელი პროექტები შეირჩა ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საერთო კრებები/კონსულტაციები დღეს ნოსირის, ძველი სენაკის და გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

პრიორიტეტების შერჩევის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ✔️საერთო კრებებზე განხილულ იქნა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები და ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები:

ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: ნოსირში, შუა ნოსირში, საოდიშარიოსა და საკილასონიოში - გარე განათების ქსელის მოწყობა;

სოფელ შუა ნოსირში - საბავშვო ბაღის შემოღობვა და საჩრდილობელის მოწყობა; ასევე, მემორიალის რესტავრირება და სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა;

სასოლომონიოს უბანში - მილხიდის მოწყობა;

სოფელ საოდიშარიოში - ხიდის რეაბილიტაცია;

სასიმონიოს უბანში - სანიაღვრე არხის მოწყობა;

სოფელ საბესელიოში - მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.

ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

სორტაში, კოტიანეთსა და ზემო სორტაში - გარე განათების ქსელის მოწყობა; 🔸მეორე ნოსირში - ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობა;

ძველ სენაკში, მინი სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის მოწყობა;

საჩიქობავოში - არხის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება, ორი ხიდ-ბოგირის სათავისის მოწყობა.

გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამოვლინდა პრიორიტეტები:

გეჯეთი-წყემის დამაკავშირებელ გზაზე - გარე განათების ქსელის მოწყობა;

სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა;

საოჩიგავოს უბანში - სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.

სენაკის მუნიციპალიტეტის 6 ადმინისტრაციულ ერთეულში დასაფინანსებელი პროექტები უკვე შერჩეულია.

მოსახლეობა თავად ირჩევს სოფლის პრიორიტეტებს, რითაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სოფლის განვითარების უმნიშვნელოვანეს პროცესებში.

#სოფელიირჩევს #სოფელმაუკეთიცის #სოფლისმხარდაჭერა2021

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31