სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
13
14151819
2427
 

2021-03-01 - სკოლამდელი აღზრდის სექტორში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორში, სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობას და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან, ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად გაეცნენ.

სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით დაიწყო.

სააღმზრდელო პროცესის განახლებას წინ უსწრებდა მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.

ასევე, ეტაპობრივად განხორციელდება, სკოლამდელი აღზრდის სექტორში მომსახურე პერსონალის ტესტირება.
 
 
 

2021-03-01 - საერთო კრებები სოფლის ,,მხარდაჭერის პროგრამის'' ფარგლებში

სენაკის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან საერთო კრებები დღეს, ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაიწყო.

აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები დასახლების საერთო კრებებზე, ახალსოფლის, თეკლათის და ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობამ გამოავლინა.

შეხვედრებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მნიშვნელოვანია, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები თოთხმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

მიმდინარე წელს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 64-მდე პროექტი განხორციელდება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის თოთხმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში 62 პროექტი განხორციელდა.

#სოფელმაუკეთიცის #სოფლისმხარდაჭერა2021

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31