სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
713
181920
22232427
28 

2021-02-26 - სააღმზრდელო პროცესი საბავშვო და ბაგა-ბაღებში 1 მარტიდან განახლდება

კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დეზინფექციის პროცესს, რომელსაც შპს ,,ჰიგია’’ აწარმოებდა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი ალექსანდრე ჯანჯღავა გაეცნენ.

ამ ეტაპზე, სააღმზრდელო პროცესის განსაახლებლად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სრულ მზადყოფნაში არიან.

ასევე, ეტაპობრივად განხორციელდება, საბავშვო და ბაგა-ბაღების ყველა მომსახურე პერსონალის ტესტირება.

აღსანიშნავია, რომ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით.

Facebook

2021-02-26 - იუკიჰიკო ეჯირის ვიზიტი სენაკში

დღეს, სენაკში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მუდმივი წარმომადგენელი იუკიჰიკო ეჯირი იმყოფებოდა.
 
იუკიჰიკო ეჯირმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, დავით ვერავასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან, საკრებულოს წევრთან, ძველი სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით ხუხიასთან ერთად, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო ობიექტები დაათვალიერეს.
 
საერთაშორისო სააგენტოს მიზანია, სარეაბილიტაციო ობიექტების შერჩევა და გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მათი რეაბილიტაცია.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31