100 წელი გავიდა 1921 წლის 25 თებერვლიდან - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის უმძიმესი დღიდან.
ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა.
100 წლის წინ, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.