სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
713
181920
22232427
28 

2021-02-15 - გილოცავთ მირქმას!

Facebook

2021-02-15 - ახალსოფელს კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა შეემატება

სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრციულ ერთეულში ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოებს ვახორციელებთ.
აღნიშნული საკითხი ადგილობრივებთან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე წამოიჭრა.
მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას დავპირდით.
უახლოეს პერიოდში, სოფელს კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა და რეაბილიტირებული სამკითხველო დარბაზი შეემატება.
პროექტს, რომლის ღირებულება 13 997 ლარს შეადგენს, ინდ. მეწარმე ,,გამზა როყვა“ ახორციელებს.
ბოლო წლების განმავლობაში, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, აქ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ:
გაზიფიცირდა ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული;
მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი;
ჩავატარეთ მასშტაბური ნაპირსამაგრი და სამელიორაციო სამუშაოები;
მოვაწყვეთ გარე განათების სისტემა;
ბოლო 2 წლის მაძილზე, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, 17 ინფრასტრუქტული პროექტი განვახორციელეთ.
მოსაგვარებელი საკითხები ჯერ კიდევ არსებობს, რასაც ეტაპობრივად გადავწყვეტთ.
მოსახლეობისთვის პრობლემების დროული მოგვარება ჩვენი საქმიანობის უმთავრესი წარმმართველია.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31