2021-02-11 - საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 216 848 ლარს შეადგენს; მათ შორის - 2020 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა - 181 373 ლარი, 2021 წლის - 35 475 ლარი. სამუშაოებს სს ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს. სოფლის ცენტრამდე გზის მოწესრიგების და ხიდის რეაბილიტაციის პრობლემის მოგვარებას მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა, რაც დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით მოგვარდა.
Facebook