სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
713
181920
22232427
28 

2021-02-05 - N5 ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ბავშვების განათლება და განვითარება ბაღიდან იწყება - სკოლამდელი აღზრდის სექტორის გაძლიერება სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

ვაშენებთ, ვარემონტებთ ბაღებს, ვაუმჯობესებთ პირობებს, რათა პატარებს და მათ აღმზრდელებს სათანადო გარემო შევუქმნათ.

სენაკში, დასრულების ეტაპზეა ახალი სააღმზრდელო დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები.

ჯიხას ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული N5 ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე ახალი ბაგა-ბაღი ავაშენეთ.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ საჭირო ტექნიკით, ინვენტარით, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი სააღმზრდელო დაწესებულება 60 აღსაზრდელს მოემსახურება.

შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

სენაკში ასევე ვაშენებთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, 100 აღსაზრდელზე გათვლილ N4 საბავშვო ბაღს.

ვგეგმავთ N3 და N7 ბაგა-ბაღების მშენებლობას.

facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31