სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 6
713
181920
22232427
28 

2021-02-04 - სამშობიარო სახლის რეაბილიტაციის პროცესი სენაკში

სენაკში აქტიურად მიმდინარეობს სამშობიარო სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამუშაოებს, რომლის ღირებულება 62 377 ლარს შეადგენს, შპს ,,დაგი’’ აწარმოებს.

სამშობიარო სახლმა ფუნქციონირება 2017 წლიდან შეწყვიტა და მხოლოდ ლაბორატორიულ და საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობდა მოსახლეობას.

ამ მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან კუპრეიშვილის ინიციატივით განხორციელდა.

იგეგმება სამშობიარო სახლის სრული რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგ, იგი მრავალპროფილური სერვისებით შეძლებს მოსახლეობის მომსახურეობას.

 

facebook

2021-02-04 - შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ,,რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში-ფაზა 2“-ის პროექტის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლინი და ლუდუკ ხასია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) აღმასრულებელი დირექტორი ლევან წულაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი მარინე კვარჭაია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გაიხსნა, რომელიც ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს, ისიამოვნონ სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციებით - „თოკების პარკით", 130 მეტრი სიგრძის ზიპლაინით. აქვეა ღია ბაზრობა - ადგილობრივი მეწარმეებისთვის პროდუქციის გაყიდვა-პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, პარკირება/ავტოკემპინგის ზონა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმა.

პროექტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში (FRLD) - ფაზა 2-ის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31