2021-02-01 - დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს დაბადების დღეა

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს დაბადების დღეა.
დიდია მეუფე შიოს ღვაწლი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სულიერი აღმასვლის, მომავალი თაობის აღზრდის, მათი განათლებულ და მოტივირებულ თაობად ჩამოყალიბების, ჩვენი ქვეყნის წინსვლის საქმეში.
ვულოცავთ ძვირფას მეუფეს იუბილეს და ვუსურვებთ ჯანის სიმრთელეს, სიხარულს, წარმატებებს.
მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ!
უფალი გეწეოდეთ დიდი საღვთო მისიის აღსრულებაში, ღვთისა და ერის სამსახურში!