სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
34569
101112131516
17192023
24252630
 

2021-01-22 - ახალი LED სანათების დამონტაჟების პროცესი სენაკში

გარე განათების ქსელის მოწყობის, თანამედროვე LED (დიოდური) სანათების დამონტაჟების პროცესი სენაკში მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და თანმიმდევრულად, მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.

ამ ეტაპზე, ცოტნე დადიანისა და გენო ადამიას ქუჩებზე, მიმდინარეობს ძველი სანათების 50 ვატიანი მაღალი ხარისხის LED სანათებით ჩანაცვლების პროცესი.

იდენტური სამუშაოები ასევე განხორციელდება კოსტავას, ქურდოვანიძის, წერეთლის, ვახანიას, ჯორჯაძის და ბარათაშვილის ქუჩებზე.

სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში, ახალი სანათები დამონტაჟდება აკაკი ელიავას, ცერცვაძის ქუჩებზე და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულში, ,,მიკოტახილის’’ უბანში, საავტომობილო გზის გასწვრივ.

სამუშაოებს საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები ახორციელებენ. 

Facebook

2021-01-22 - უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება:
 1 თებერვლიდან:
ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება
მუნიციპალური ტრანსპორტის,
სკოლების,
მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში:
პირველი თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა პირველი მარტიდან განახლდება;
15 თებერვლიდან, ყველა ქალაქში გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები;
პირველი თებერვლიდან, აჭარაში, კვების ობიექტებსა და ღია სივრცეებში სტუმრების მიღება დაშვებული იქნება;
ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა;
სხვა რეგიონებში, რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, მუშაობას გააგრძელებენ არსებულ რეჟიმში - გატანა-მიტანის სერვისით;
საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია პირველი მარტიდან;
ამასთან,
პირველ მარტამდე, ქვეყნის მასშტაბით, ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე;
თებერვლის განმავლობაში, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები იმუშავებენ გატანა-მიტანის სერვისით;
აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები მუშაობას გააგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.
ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე.
ამ ეტაპზე, შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.
აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.
შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.
ბიზნესთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, თითოეული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, დადგინდა სავალდებულო ტესტირების პროტოკოლები - პერსონალის მინიმალური რაოდენობა და ტესტირების სიხშირე.
ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი
თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.
კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება;
ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.
დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე - www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, პირველ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები.
სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდება სიმპტომიანი პაციენტების და სისტემური ჯგუფების პროაქტიული ტესტირება, რაც ხელს უწყობს ინფიცირების შემთხვევების სწრაფ გამოვლენას და ეფექტურ მართვას.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანია მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და ეკონომიკის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა.
აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, 15 თებერვლისთვის შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემთხვევაში, შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება გაგრძელდება.
საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის თითოეული შემდგომი ნაბიჯი დაეფუძნება ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგს და დეტალურ ანალიზს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31