2021-01-14 - სახელმწიფო დროშის დღე სენაკში

დღეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღესასწაულია - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე. ეს დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა სახელმწიფო დაწესებულების და წარმომადგენლობის შენობაზე სახელმწიფო დროშა აღიმართება. დღესასწაულს სენაკის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. კულტურული მემკვიდრეობის ორ უნიკალურ ძეგლზე - აკ. ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრსა და ნოქალაქევის ისტორიულ კომპლექსში, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე, საქართველოს დროშა გამოიფინა. გილოცავთ ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღესასწაულს! #დროშისდღე2021
Facebook