2020-12-16 - შეხვედრა ,,COVID 19-ის პანდემიის სათემო ინიციატივების” ფარგლებში

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) პროექტის ,,COVID 19-ის პანდემიის სათემო ინიციატივების” ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ონლაინ შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა კვლევის - ,,კოვიდ 19-ის სოციო-ეკონომიკური ზეგავლენის კვლევა კახეთის, სამეგრელოს და გურიის სამიზნე თემებში" შედეგები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის მენეჯერმა ანი ილურიძემ, ორგანიზაციის ,,განვითარების კერა" რეგიონალურმა კოორდინატორმა ლალი გამისონიამ, ა(ა)იპი ,,ინიციატივების სახლის“ ხელმძღვანელმა, მერის მრჩეველთა საბჭოს წევრმა ლია ხელაიამ.
საინფორმაციო შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს მომავალი თანამშრომლობის ფორმატზე.
პროექტი ,,COVID 19-ის პანდემიის სათემო ინიციატივები“ მხარდაჭერილია გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ მიერ.
Facebook