სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
157
8
1520
2225
 

2020-11-29 - #გავუფრთხილდეთერთმანეთს #StopCoV #COVID19

2020-11-29 - მხარი დაუჭირე საქართველოს!

მხარი დაუჭირე საქართველოს!
ჩვენი ქვეყანა წარდგენილია საერთაშორისო ორგანიზაციის - მშვიდობა და სპორტი (Peace and Sport) 2020 წლის პრემიაზე, ნომინაციაში - „წლის საუკეთესო ინიციატივა“.
მსოფლიოს მასშტაბით საქართველო 5 ფინალისტს შორისაა.

ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდება ონლაინ-გამოკითხვის შედეგად. მხარდასაჭერად საჭიროა:
გადასვლა ბმულზე: https://www.peace-sport.org/vote-for-the-april6-initiative…/

მარჯვენა მხარეს, შესაბამის ველში (Vote for the April6 Initiative of the Year) ვირჩევთ N3-ს - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

შეგვყავს მონაცემები და ვადასტურებთ ღილაკით - I VOTE.

ხმის მიცემა 1 დეკემბრის ღამის 04:00 საათამდე გაგრძელდება.

საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციამ, საქართველოს კანდიდატურა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტული ფედერაციების ერთობლივი ორგანიზებით, სპორტის საერთაშორისო დღესთან (6 აპრილი) დაკავშირებული ონლაინ-აქტივობებისთვის გამოარჩია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, 2020 წელს სპორტის საერთაშორისო დღე, კოვიდ-პანდემიის მიზეზით ონლაინ-აქტივობების რეჟიმში აღინიშნა. გამორჩეული იყო 3 ძირითადი მიმართულება - „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“, თეთრი ბარათების კამპანია, სპორტული თემატიკის ესსესა და ხატვის კონკურსი მოსწავლეებისთვის.

კამპანიაში ჩართულები იყვნენ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, საქართველოს ნაკრების წევრები, ტიტულოვანი სპორტსმენები, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, მათ შორის - ლაშა ტალახაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ნინო სალუქვაძე, ლუბა გოლოვინა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და სხვები.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19