სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
157
8
1520
2225
 

2020-11-28 - კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენისა და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია ჩატარდა.

COVID-19-ის საპრევენციო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სენაკში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია.

მოსახლეობას ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია სენაკისა და ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკების მედიკოსების მიერ გაუკეთდა.

აფხაზეთიდან დევნილებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია COVID-19-ის სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესახებ.

ტესტირების შედეგად გამოვლენილ კორონავირუსით ინფიცირებულ დევნილ ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები გადაეცათ; კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ ყველა დევნილს სამედიცინო პირბადეები დაურიგდა.

 
COVID-19-ის საპრევენციო ღონისძიებები, აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.
 
#StopCoV #COVID19
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19