სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
157
8
1520
2225
 

2020-11-27 - ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.

ამ ეტაპზე უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 59 492, 14 ლარს შეადგენს.

ასევე აქტიურად მიმდინარეობს ზანა-უშაფათის გზაზე, მდინარე ცივზე არსებული ხიდის სათავისის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 2 222, 83 ლარია.

სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც შპს ,,ლელო“ ახორციელებს, მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბერში დასრულდება.

ავარიული ხიდის რეაბილიტაციით, რომელიც მოქალაქეებს გადაადგილებისას საფრთხეს უქმნიდა, მოსახლეობას კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება მიეცემა.

 
2013 წლიდან დღემდე, სენაკის მუნიციპალიტეტში აშენდა 11 და რეაბილიტირდა 4 ხიდი.
 

2020-11-27 - #გავუფრთხილდეთერთმანეთს #StopCoV #COVID19

🔷 მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპი - მოქალაქეების და კერძო სექტორის მხარდაჭერის ახალი პაკეტი

დეტალურად გაეცანით:
https://stopcov.ge/ka/daxmarebebi

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19