სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
157
8
1520
2225
 

2020-11-26 - სპორტული ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტს, რომლის ღირებულება 46 282, 76 ლარს შეადგენს, შპს ,,ჯეო ბილდერი“ ახორციელებს.

მინი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს მშვიდობის ქუჩის N223-ში.

სამუშაოების ღირებულება 75 538, 24 ლარს შეადგენს.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, ახორციელებს ქალაქ სენაკის N3 საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მინი სპორტული მოედნის, სოფელ ზანის საჯარო სკოლის მინი სპორტული მოედნისა და დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია ,,გალფის’’ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დასრულებულია მსოფლიო დონის კალათბურთელის, სენაკის საპატიო მოქალაქის, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის მოწყობა;

ასევე დასრულებულია იუსტიციის სახლის მიმდებარედ საკალათბურთო მოედნის სამშენებლო სამუშაოები.

2013 წლიდან დღემდე, სენაკის მუნიციპალიტეტში მოეწყო 23 მინი - სპორტული მოედანი.

ასევე, სენაკის ცენტრალურ სტადიონს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

რეაბილიტირდა, ბუნებრივი აირით და გათბობის სისტემით უზრუნველყოფილ იქნა სენაკის სასპორტო სკოლა, ძიუდოსა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დარბაზები; კალათბურთის, ფრენბურთისა და ფეხბურთის მოედნები.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19