სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
157
8
1520
2225
 

2020-11-24 - საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

სოფლის ცენტრამდე გზის რეაბილიტაციის პრობლემის მოგვარებას მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა, რაც დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით მოგვარდა.

პროექტის ღირებულება 216 848, 78 ლარს შეადგენს; მათ შორის - 2020 წელს შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა - 181 373 ლარი, 2021 წლის - 35 475 78 ლარი.

სამუშაოები სს ,,არქეოპოლისმა“ განახორციელა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე დასრულებულია ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: საბესელიოსა და სასირიოში (რკინიგზის გასწვრივ); საბესელიოს მეორე შესასვლელსა და სოფელ ნოსირის ორივე ჩიხში;

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საარჩაიოს უბანში, ქალაქად - შხეფის, ძმობისა და შელეგიას ქუჩებზე, არსენას ქუჩის ორივე ჩიხში.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბურ პროექტს,
რომლის ღირებულება 1 414 444 ლარს შეადგენს, სს ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს.

2020-11-24 - ინფრასტრუქტურული პროექტები

სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, საგზაო-სარეაბილიტაციო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი მასშტაბურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე იგეგმება დ. თავდადებულის ქუჩის, სახოკიას ჩიხისა და ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის საგუგუნავოს უბნის გზების რეაბილიტაცია.

ჯამური სატენდერო ღირებულება 209 737 ლარს შეადგენს.

შესყიდვის ობიექტის დასახელება:

ქ. სენაკში, სახოკიას ჩიხის რეაბილიტაციის სამუშაოები, სავარაუდო ღირებულებით - 45 000 ლარი;

დ. თავდადებულის ქუჩის რეაბილიტაცია, სავარაუდო ღირებულებით - 74 766 ლარი;

ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის საგუგუნავოს უბანში, ხიდამდე მისასვლელ გზაზე, ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, სავარაუდო ღირებულებით - 89 971 ლარი

#მეტიახალიგზა
#განახლებულისაგზაოინფრასტრუქტურა
#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის
#სენაკი2020

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : (995) 599 85 04 19