სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
157
8
1520
2225
 

2020-11-16 - განახლებული ინფრასტრუქტურა საჯარო სკოლებში

განათლების სისტემის განვითარება, მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება და სკოლებში განახლებული ინფრასტრუქტურა სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან მომავალი განათლებაშია.

სახელმწიფოს მომავალი, მისი განვითარება, განათლების ხარისხზეა დამოკიდებული.

2013-2020 წლებში სენაკის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის 43 და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასკოლო ავეჯით, სპორტული ინვენტარითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვის 41 პროექტი განხორციელდა;

ცენტრალური გათბობის სისტემით აღიჭურვა 8 საჯარო სკოლა;

ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდება 21 სკოლის 192 პედაგოგის ტრანსპორტირების საფასური;

უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 21 სკოლის 1 041 მოსწავლე;

ინკლუზიური განათლების პროგრამით, მომსახურეობა გაეწია 400-მდე მოსწავლეს;

შშმ პირებისთვის ადაპტირებულია 12 საჯარო სკოლა;

საჯარო სკოლების მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით;

მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ინტერნეტიზირებულია;

გასულ წელს, 10 წლის შემდეგ, სასწავლო პროცესი განახლდა სენაკის III საჯარო სკოლის მე-2 კორპუსში. მოსახლეობისთვის განსაკუთრებით საჭირო ეს პროექტი დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით განხორციელდა;

სასწავლო პროცესი ასევე სრული დატვირთვით განაახლა კოტიანეთის ახლადრეაბილიტირებულმა საუკუნოვანმა საჯარო სკოლამ;

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

Facebook

2020-11-16 - ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ახალი საინფორმაციო პორტალი ამოქმედდა

ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ახალი საინფორმაციო პორტალი ამოქმედდა

დღეიდან მოქალაქეებს ახალი საინფორმაციო პორტალის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ოჯახის ექიმის ვინაობისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შესახებ.

პორტალზე პირადი ნომრის მითითებით მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, თუ რომელ პირველად ჯანდაცვის დაწესებულებაშია რეგისტრირებული და ასევე იღებს ინფორმაციას ოჯახის ექიმის ვინაობის შესახებ, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობას განახორციელებს.

თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია.

თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით, უნდა დაუკავშირდეს სადაზღვეო კომპანიის ოჯახის ექიმს.

თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505

 ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს: http://ambulatoria.moh.gov.ge/ ან დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505

#ჯანდაცვა2020 #StopCoV

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31