სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
157
8
1520
2225
 

2020-11-09 - არნოლდ ჩიქობავას სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად თუ სოფლად, განახლება-რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.

ამ ეტაპზე ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საჩიქობავოს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, დიდი ქართველი ენათმეცნიერის, არნოლდ ჩიქობავას სახლ-მუზეუმამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი ეწყობა.

სამუშაოებს, რომლის ღირებულება 357 137 ლარს შეადგენს, შპს ,,აფო“ ახორციელებს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ასევე გეგმავს არნოლდ ჩიქობავას სახლ-მუზეუმისთვის ოდის შეძენას, სადაც ახალი სამუზეუმო სივრცე მოეწყობა.

საჩიქობავოს უბანში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, მიმდინარეობს გაზიფიცირების ქსელის როგორც სამშენებლო, ისე გაზიფიცირებული უბნების გამრიცხველიანების პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ, 2021 წლიდან, ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საჩიქობავოს უბანი სრულად გაზიფიცირდება.

აღსანიშნავია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება 4 300-მდე ოჯახს აქვს.

2022-2024 წლებში დამატებით გაზიფიცირდება 26 დასახლებული პუნქტი, 2 596 აბონენტი.

 

ასევე, ბოლო წლების მანძილზე, სენაკის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ისეთ გზებს, რომლებსაც ათწლეულების მანძილზე აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებია. ეს ეხება როგორც შიდა მუნიციპალურ, ასევე სახელმწიფო დანიშნულების გზებს.

2013 წლიდან დღემდე დაიგო 130 კმ. გზა, აშენდა 11 და რეაბილიტირდა 4 ხიდი.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31