სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
157
8
1520
2225
 

2020-11-04 - სენაკის ქუჩების ნაწილსა და სოფელ მენჯში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოეწყობა

სენაკის ქუჩების ნაწილსა და სოფელ მენჯში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოეწყობა

წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

ამჯერად ტენდერი ქალაქ სენაკის ცალკეული ქუჩებისა და სოფელ მენჯის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე გამოცხადდა.

ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველები წინადადებების წარდგენას შეძლებენ 4 ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით.

გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 12 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

ქალაქ სენაკისა და სოფელ მენჯის წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია, ხშირია დაზიანებებისა და წყლის ამღვრევის ფაქტები.

მოსახლოება სასმელ წყალს შეზღუდული გრაფიკით ღებულობს.

სამუშაოები ითვალისწინებს ძველი, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლებას.

ასევე მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაახლოებით 300 ადამიანი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტის ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31