სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
157
8
1520
2225
 

2020-11-03 - გარე განათების სისტემის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები სენაკში

გარე განათების სისტემის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები სენაკში 2017 წლიდან მიმდინარეობს.

ქალაქად და სოფლად, გარე განათების სისტემის სამუშაოები ქუჩების დიდ ნაწილს პირველად ჩაუტარდა.

ქალაქის ცენტრალურ პარკში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერში გარე განათების ბოძებზე დამონტაჟდა დიოდური ნათურები და აღდგა დაზიანებული
ელექტროსადენები.

ანალოგიური სამუშაოები განხორციელდა ქალაქად და სოფლად, არაერთ ლოკაციაზე.

სამუშაოებს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი ახორციელებს და უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტს სრულად მოიცავს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31