სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
157
8
1520
2225
 

2020-11-02 - საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები სენაკში

🔷სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად და სოფლად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ დროისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საარჩაიოში.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხორშში, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: სასირიოსა და საბესელიოში, საბესელიოს მეორე შესასვლელსა და სოფელ ნოსირის ორივე ჩიხში.

ქალაქში მიმდინარეობს შხეფის, ძმობისა და შელეგიას ქუჩების, არსენას ქუჩის ორივე ჩიხის მოწყობის სამუშაოები.

სამუშაოებს, რომლის ღირებულება 1 414 444 ლარს შეადგენს, სს ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს.

2013 წლიდან დღემდე სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეაბილიტირდა 230-ზე მეტი ქუჩა, აშენდა 11 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 ხიდს.

Facebook

 

2020-11-02 - საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად და სოფლად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხორშში, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: სასირიოსა და საბესელიოში, საბესელიოს მეორე შესასვლელსა და სოფელ ნოსირის ორივე ჩიხში.

ქალაქში მიმდინარეობს შხეფის, ძმობისა და შელეგიას ქუჩების, არსენას ქუჩის ორივე ჩიხის მოწყობის სამუშაოები.

ამ დროისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საარჩაიოში.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31