სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
4
111516
1921
26272931

2020-10-23 - მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები სენაკის მუნიციპალიტეტში

სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, საგზაო-სარეაბილიტაციო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად გრძელდება.

ამ ეტაპზე მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სახარბედიოს საეჯიბიოს უბანში ბეტონის გზა ეწყობა.

სამუშაოებს, რომლის ღირებულება 150 463 ლარია, შპს ,,თვინსი“ ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტურუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან, გელა ჯანაშიასთან და ირაკლი საჯაიასთან ერთად გაეცნო.

საგზაო ინფრასტრუქტურის, გაზიფიცირებისა და გარე განათების სისტემის მოწყობის საკითხები მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამართული ,,ღია შეხვედრების“ დროს წამოჭრა.

ამ დროისთვის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაზიფიცირების ქსელის როგორც სამშენებლო, ისე გაზიფიცირებული უბნების გამრიცხველიანების პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ სრულად გაზიფიცირდება მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლები ბათარია, სახარბედიო, საწულეისკირიო, პერტული, სკურია და საგაბესკირიო.

დასრულებულია გარე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები, რითაც მოსახლეობის წინაშე მდგარი ყველა საბაზისო პრობლემა მოგვარდა.

ამ ეტაპზე სენაკში ასევე დასრულებულია 24 გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

იგეგმება კიდევ 10 გზის კეთილმოწყობა.

ქალაქ სენაკში, ეტაპობრივად ყველა ქუჩა რეაბილიტირდება.

#განახლებულიინფრასტურუქტურ
#მეტიახალიგზაქალაქადდასოფლად
#ხელისუფლებახალხისსამსახურში

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31