სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
4
111516
1921
26272931

2020-10-20 - პრემიერა ,,პროლოგი - ჩემი წარსულია"

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა პრემიერა ,,პროლოგი - ჩემი წარსულია“ გამართა.

სპექტაკლი დიდი ქართველი მსახიობის, აკაკი ხორავას ტრაგიკულ ცხოვრებასა და ტრიუმფალურ შემოქმედებით გზას ასახავს და მისი დაბადებიდან 125 წლისთავს მიეძღვნა.

პრემიერას ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობირვი თვითმმართვლობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

პრემიერა ღია სივრცეში, რეკომენტაციების სრული დაცვით ჩატარდა.

სპექტაკლი, რომლის რეჟისორია ელენე მაცხონაშვილი, ერთდროულად მხატვრული და შემეცნებითი ხასიათის მატარებელია.

მსახიობის მიერ, ჩანაწერების, პირადი დღიურების, მოგონებებისა და სხვა დოკუმენტური მასალების დაყრდნობით, შთამბეჭდავად ინაკვთება დიდი ხელოვანის პიროვნული პორტრეტი.

აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს სენაკის კულტურულ ცხოვრებაში ნახევარ საუკუნეზე მეტია გამორჩეული ადგილი უჭირავს.

თეატრის შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია, ფონდ ,,ქართუს“ ხელშეწყობით სრულფასოვანი მასშტაბური რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ამ თეატრს არა მარტო სენაკის, არამედ რეგიონისა და მთელი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში შეუძლია გამორჩეული ადგილის დამკვიდრება.

139-ე სეზონზე ფარდა განახლებულ თეატრში გაიხსნება, მანამ კი დასი გეგმავს დიდი ხელოვანის აკაკი ხორავას მშობლიურ სოფელში გამართოს შემოქმედის დაბადებიდან 125 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლი.


Facebook.com

2020-10-20 - ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაცია სენაკის მუნიციპალიტეტში

სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ხიდისა და ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ჯოლევის უბანში - საგზაო ინფრასტურუქტურის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვახტანგ ფაცაციამ დაათვალიერეს.

სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც შპს ,,ლელო“ ასრულებს, მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბერში დასრულდება.

ავარიული ხიდის რეაბილიტაციით, რომელიც მოქალაქეებს გადაადგილებისას საფრთხეს უქმნიდა, მოსახლეობას კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება მიეცემა.

ასევე მნიშნველოვანია ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ჯოლევის უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობა.

აღნიშნული გზის რეაბილიტაციის პრობლემა მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღიდან დღემდე, სენაკის მუნიციპალიტეტში დაიგო 130 კმ. გზა, აშენდა 11 და რეაბილიტირდა 4 ხიდი.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31