სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
4
111516
192021222324
25262728293031

2020-10-14 - გილოცავთ სვეტიცხოვლობას!

Facebook

2020-10-14 - სენაკის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია გ. ნადარეიშვილის ქუჩაზე.

წლების განმავლობაში ითხოვდა მოსახლეობა ამ პრობლემის მოგვარებას, რაც ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გადაწყდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მათ კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ.

ასევე მიმდინარეობს თეატრალური მოედნის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, უახლოეს დღეებში კი, დაიწყება ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარედ პარკინგის ასფალტირება.

სამუშაოებს ახორციელებს შპს ,,თვინსი.

ამ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდა ქალაქში - ბორჯომის, ქიაჩელის, ტაბიძის ქუჩებზე და ძმები კანკავების ქუჩის ჩიხში, ხოლო სოფლად - ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო სორტასა და ზანის ადმინისტრაციული ერთეულის საკვაშილავოს უბანში, სადაც დაიგო ბეტონის საფარი.

,,ვგეგმავთ 14 გზის რეაბილიტაციას. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებზე გამოვაცხადეთ ტენდერი.

სოფლად რეაბილიტირდება: ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხორშის, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების სასირიოსა და საბესელიოს, ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საარჩაიოს, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯოლევის შიდა საუბნო გზები; ბეტონის საფარი დაიგება მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სახარბედიოში - თხილის საამქროს მიმდებარედ.

ქალაქში მოეწყობა: შხეფის, ძმობისა და შელეგიას ქუჩები, არსენას ქუჩის ორივე ჩიხი, ძმათა სასაფლაოს შიდა გზა და გაგრძელდება დარჩენილი გზების მოწესრიგება.

თითოეული პროექტი გაითვლება ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე, რადგან ჩვენი სახელისუფლებო გუნდის უმთავრესი ღირებულება სწორედ ადამიანია" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31