სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
4
111516
192021222324
25262728293031

2020-10-12 - საბავშვო და ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის 27-ივე საბავშვო და ბაგა-ბაღის 1 251 აღსაზრდელისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო.

საბავშვო და ბაგა-ბაღებში არსებულ ვითარებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად გაეცნენ და აღსაზრდელებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება მიულოცეს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.

სკოლამდელი აღზრდის სექტორში უზრუნველყოფილია COVID 19-ის პრევენციის და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, ასევე შემუშავებულია ინფრასტრუქტურის შესაბამისი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა.

საბავშვო და ბაგა-ბაღებში დაცულია აღსაზრდელების, მშობლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31