სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
4
111516
192021222324
25262728293031

2020-10-10 - საბავშვო და ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება

სენაკის მუნიციპალიტეტის 27-ივე საბავშვო და ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება.

მიმდინარე სასწავლო წელს სკოლამდელი აღზრდის სექტორში 1 251 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.

საბავშვო და ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად გაეცნო.

სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში დასრულებულია მუშაობა COVID 19-ის პრევენციის და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველსაყოფად, ასევე ინფრასტრუქტურის შესაბამისი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, რათა სააღმზრდელო პროცესის განახლების მომენტიდან დაცული იყოს აღსაზრდელების, მშობლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგ-სემინარი, სადაც გაეცნენ სახელმწიფოს მიერ დადგენილი სავალდებულო რეგულაციების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებებს, როგორიცაა: თითოეული საბავშვო ბაღისთვის ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის, აღსაზრდელთა გადანაწილებისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების სტრატეგიის შემუშავება, ასევე აღსაზრდელების მშობლებისთვის ამ წესების გაცნობა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვებისთვის საჭირო პროდუქტების შემოტანა და დასაწყობება.

23 საბავშვო ბაღში წყალმომარაგების სისტემის და სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია.

ასევე ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე დასრულებულია საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.

12 ოქტომბრიდან აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი მოემსახურება.

ამავე პროექტის ფარგლებში, სენაკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი N4 საბავშვო ბაღი შენდება.

ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდი ჯიხას ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული N5 ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე ახალ სააღმზრდელო დაწესებულებას აშენებს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31