სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
4
111516
192021222324
25262728293031

2020-10-09 - მრავალბინიანი კოპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, საგზაო-სარეაბილიტაციო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჭავჭავაძის №87, №89 და მშვიდობის №221-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ.

ამ დროისთვის დასრულებულია რუსთაველის №170, №182, №239, №241, №245, №247, №251-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია; ასევე, ჭავჭავაძის №103, №105 და წერეთლის №1-ში მდებარე კორპუსების გარე კედლების მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით ქალაქის ინფრასტრუქტურა არა მარტო ფუნქციური კუთხით, არამედ ესთეტიკის მხრივაც წესრიგდება.

ამ მიმართულებით წინსვლა შემდეგ წლებშიც გაგრძელდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31